მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ფატმან ცაკაშვილმა არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყო.
მან საკლასო ოთახი საახალწლოდ მორთო და მოსწავლეებს ზამთრის ჯადოსნური განწყობა შეუქმნა. ამ აქტივობით მასწავლებელმა პირველკლასელებს სწავლის მეტი მოტივაციაც შესძინა.
„შემოდგომას ერთად ვაცილებთ და ზამთრის მოსვლის ნიშნად გამოჩენილ პირველ ფიფქებს არათუ ციდან, არამედ ჩვენი ოთახის კედლებიდან მომავალს ვხედავთ. პირველი კლასის ოთახში ზღაპრული ამბები მომხდარა: თოვლის ბაბუასა და ირმებს ნაადრევად შემოუვლიათ საკლასო ოთახში და ბავშვების დიადი მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრა მასწავლებლებთან ერთად დაუწყიათ“. ეს არის ნამდვილი დღესასწაული და საზეიმო განწყობა, რომელიც ბავშვის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. პატარების გაბრწყინებულ თვალებს არაფერი შეედრება. ფატი მასწავლებელი კი ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ყველაზე მზრუნველი, კრეატიული, ფუსფუსა და დაუზარელი მასწავლებელი, რომელმაც ბავშვები ზღაპრული სამყაროში ამოგზაურა და სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.