მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახაბერ ერაძემ, ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ელექტრონული რეგისტრაცია იმიტომაა მნიშვნელოვანი, აქამდე მათი ხარისხის უზრუნველყოფა ქვეყანაში პრაქტიკულად არ მომხდარა:
„არ გამოვრიცხავ, რომ არის ძალიან კარგი ბაღები, უბრალოდ, ეს გარე შემფასებელს არ შეუფასებია, რადგან არ არსებობს ბაღების რეესტრი. 31 დეკემბრამდე გვეცოდინება სააღმზრდელო დაწესებულებების ზუსტი რაოდენობა, ამჟამად კი 1731 ბაღია რეგისტრირებული, 61 მუნიციპალიტეტი სრულად დაფარულია და წლის ბოლოსთვის გვექნება სრულფასოვანი რეესტრი იმისა, ვინ აპირებს ბაზარზე დარჩენასა და ფუნქციონირების გაგრძელებას“.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბაღი არ გაივლის ელექტრონულ რეგისტრაციას? - ერაძე განმარტავს, რომ „ბაღებმა, ვისაც სურს, განაგრძოს კანონიერი საქმიანობა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ან 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ, უკვე პირდაპირ ავტორიზაციით მოიპოვოს სტატუსი.
ბაღების მხარდაჭერის უპრეცედენტო მასშტაბები გაიშლება მომავალი წლიდან - რეესტრში აღრიცხულ ბაღებს, უფლება ექნებათ, განაგრძონ საქმიანობა კანონიერ საფუძველზე, თუმცა მოუწევთ ავტორიზაციის გავლა 2030 წლამდე;
ავტორიზაცია მომავალ წელს არ დაიწყება, დაიწყება მხარდაჭერის პროცესი იმ ბაღებისთვის, ვინც იქნება რეესტრში აღრიცხული; ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია; 2024 წელს დაიწყება ყველა რეგისტრირებული ბაღის ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესი - ყველა ბაღი საკუთარ თავს შეაფასებს ახალ სტანდარტებთან მიმართებით და ამ შედეგებზე დაყრდნობით შევქმნით 2030 წლამდე ბაღების ავტორიზაციის გეგმას,
თუ იქნება შეუსაბამობა, მას მოჰყვება მხარდაჭერის ღონისძიებები და დავეხმარებით, სანამ ავტორიზაციის პროცესს შეუდგებიან.
უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროს გათვალისწინებული იქნება მშობლებისა ბავშვების ინტერესები - ეს სტანდარტები ჩვენი ინიციატივით არ ჩამოგვიწერია, ყველა სტანდარტი მიემართება საზოგადოების დაკვეთას - როგორი ბაღი გვინდა რომ გვქონდეს; ბაღი გამორჩეული ფენომენია, საქმე გვქვს 6 წლამდე ბავშვებთან, რომელთაც უნდა მივაწოდოთ შესაბამისი განათლება.
რაც შეეხება სტანდარტებს, არ არის ძალიან მკაცრი და ხარისხის განვითარების ცენტრი მხოლოდ დროებით მასპინძლობს ამ პროცესს - ესაა გარდამავალი პერიოდი. პირველადი ავტორიზაციები დასრულდება 2030 წელს, შემდეგ კი ეს პროცესი უნდა გადაიბაროს მუნიციპალიტეტებმა.
გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება: 1 - ბაღის მისია და მისი განვითარება - როგორ ხედავს ბაღი საკუთარ თავს თემში, რადგან ეს ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არ არის ბავშვის დროებით დატოვების ადგილი; 2 - კონტენტი და შინაარსი; 3 - ოჯახისა და თემის ჩართულობა, რის გარეშეც გამორიცხულია ბაღი არსებობდეს და ინფრასტრუქტურა - ვინ ასწავლის, როგორია პერსონალი, კვება, სანიტარია, ჰიგიენა...
რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას ჯგუფებში, ეს კანონითაა დადგენილი, ავტორიზაციის სტანდარტი ამ თანაფარდობებს არ ადგენს, თუმცა ჩვენ მოვიკითხავთ ამ თანაფარდობას, რომელსაც აქამდე მომკითხავი არ ჰყავდა და აღმზრდელმაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ბავშვებს.
ასევე მნიშვნელოვანია, მშობელი როგორ აცნობიერებს ბაღის როლს - განათლების სისტემა, მათ შორის ბაღები, საზოგადოებრივი სიკეთეა, რასაც თითოეული ინდივიდი იღებს გადახდილი გადასახადების სანაცვლოდ, ამიტომ ის უნდა იდგეს არა მხოლოდ ბაღის სერვისის მიმწოდებლის კეთილსინდისიერებაზე, არამედ არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც შეესაბამება გაწეული სერვისი. მშობელსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ ჩართულობის და უფრო მომთხოვნები უნდა გახდნენ სერვისის მიმწოდებელთან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.