სიახლეები
სიახლეები

როგორ უმკურნალოთ ვირუსიან ბავშვს სახლში - ივანე ჩხეიძის განმარტება
30-11-2022
-
+


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, როგორ უნდა უმკურნალონ მშობლებმა მწვავე რესპირაციული ვირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ბინაზე და რა შემთხვევაში საჭიროებენ ისინი კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას.

როგორც ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, სასურველია მან „პარაცეტამოლი“ მიიღოს სიროფის სახით, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით. ამასთან, დასძენს, რომ ექიმები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტემპერატურის მართვაში ანტიბიოტიკების ჩართვას, რაც მისივე შეფასებით, ბავშვისთვის „პოტენციურ საშიშროებას“ წარმოადგენს.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვის კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ ძლიერი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა და საერთო სისუსტე.

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს, ბინაზე მართვის შესაძლებლობები მკვეთრად არის განსაზღვრული. ძირითადი აქცენტი კეთდება ტემპერატურის კონტროლზე. თუ ბავშვს მაღალი ცხელება აქვს, ტემპერატურა 38.5 და მეტი, მაშინ შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება. მანამდე კი აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მოიმატებს, ბავშვს მივცეთ „პარაცეტამოლი“ სიროფის სახით, ან მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, სასურველია ეს ინტერვალი 6 საათი იყოს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ამ წამლებმა, ისევე როგორც სხვამ, შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიცემას. თბილი სითხე შეიძლება იყოს დედის რძისგან დაწყებული, ჩაით, ხილის ნახარშით (ვაშლი, კომში) დამთავრებული. ასევე, შეიძლება იყოს მინერალური წყალი, მთავარია არ იყოს ტკბილი, გაზირებული სითხე. 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის, ხველის შემთხვევაში კარგი ეფექტი აქვს ჩაის, რომელიც 1 კოვზი თაფლით არის შეზავებული. კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ და პოტენციურად საშიშია ანტიბიოტიკების მიღება ტემპერატურის მართვის თვალსაზრისით. არ არის სწორი, როდესაც ბავშვს 2-3 დღე აქვს სიცხე და შემდეგ მშობლები ანტიბიოტიკის მიღებას აწყებინებენ. ამის უკან ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა დგას!

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს შეუპოვარი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა, განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ბავშვს სითხის მიღება არ შეუძლია. ასევე კლინიკაში გადაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს ძილიანობა, ძლიერი საერთო სისუსტეც. გრიპს მაღალ ხველებასთან ერთად, ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. თუ ბავშვს 3 დღე და მეტი აქვს მაღალი ტემპერატურა, სასურველია ის პედიატრმა ნახოს. თუ გრიპზე ვსაუბრობთ და მის მკურნალობაზე, აქ ანტივირუსული თერაპიის დაწყება სასურველია დაავადების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ჯერ ჩვენ არ განვიხილავთ ცხელებით მიმდინარე ყველა დაავადების ყველა ეპიზოდს, როგორც გრიპს, მაგრამ თუ მატება მნიშვნელოვანი იქნება და გრიპის შემთხვევები გადააჭარბებს გარკვეულ ეპიდემიურ ზღურბლს, რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, მაშინ ექიმის გადასაწყვეტი იქნება ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება“,- აღნიშნავს ჩხაიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება