მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და 5 წლის ვადაში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სტატუსშეჩერებული პროფესიული სტუდენტებისთვის შემოთავაზებულია აჭარის რეგიონში, დღეისათვის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული თავისუფალი ადგილები, გარე მობილობისა და განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.
მობილობით სარგებლობისათვის დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებას 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.