TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

საბავშვო ბაღში ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა - დეტალები
02-12-2022
-
+


მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება აცხადებს კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის ტერიტორიული ერთეულის საბავშვო ბაღის მნეს ვაკანტურ პოზიციაზე გასაუბრების წესით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოს ქმედითუნარიან მოქლაქეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას. საკანონმდებლო აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №487 დადგენილება: ტექნიკური რეგლამენტი−„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ; საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება: - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;

სავალდებულოა: გავლილი ჰქონდეს სწავლება სკოლამდელ დაწესებულებებში ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის შესახებ ( დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით)

კომპიუტერული პროგრამები ცოდნა: ოპერაციული პროგრამები: Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel კარგი

სამეურნეო დარგის სპეციალისტი (მნე): ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ქონების და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შენახვა-დაცვაზე.

აღრიცხავს, აკონტროლებს ბაგა-ბაღის სამეურნეო, საკანცელარიო, კვების, თეთრეულის არსებული მარაგების მოძრაობებს და ნაშთებს; ადგენს ყოველდღიურ მენიუს რაც გამოიხატება მენიუ-ზედნადების შევსებაში; ამოწმებს შენობის, სადგომების, ტერიტორიისა და მოწყობილობების სანიტარულ მგდომარეობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგნონ: უმაღლესი განათლების მოწმობის ასლი, საქართველოს მოქალაქის (პირადობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მუშაობის ( სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:skolamdeli18@yahoo.com


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება