„მათემატიკური ბორბალი“- ეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო ვიქტორინა -კონკურსი ჩატარდა
01-12-2022
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლისა და წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მასწავლებლების გიგლა სარიასა და და მაია მესხიას ინიციატივით, ეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო, სახალისო მათემატიკური ვიქტორინა -კონკურსი - „მათემატიკური ბორბალი“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ გუნდები - „X“, „სხივი“ და „პირამიდა“. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სამივე მათგანმა წარმატებით იასპარეზა და შემდეგი ადგილები დაიკავეს:
I ადგილი - „X“ ( 490 ქულა);
II ადგილი - „სხივი“;
III ადგილი - „პირამიდა“.
ჟიურიმ - რობერტ გელოვანმა, გიგლა სარიამ და მაია მესხიამ მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
პროექტის მხარდამჭერები ეწერის საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელი მთვარისა ფიფია და ეწერის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის ხელმძღვანელი ნანა კვიტატიანი არიან.