მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
30 ნოემბერს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ეზოში, ხელოვნების პედაგოგ ლიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ლანდშაფტის დიზაინი“ შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოეწყო.
მე-7ბ (დამრიგებელი ლელა ხარშილაძე) და მე-6ა კლასის (დამრიგებელი მერი სართანია) მოსწავლეებმა მაყურებელს ფრანგული, ინგლისური, ჩინური და იაპონური ბაღების იმიტაციის სახით სკოლის ჩვეული ერთფეროვნება დროებით ახალ საინტერესო სივრცედ აქციეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი აღმოსავლური და დასავლური ბაღებისთვის დამახასიათებელი ელემენტებით დატვირთეს საგანგებოდ გამოყოფილი სივრცეები და მაყურებელს კულტურათა შორის დიალოგის მაგალითი თვალსაჩინოდ წარუდგინეს.
წარმოდგენილმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სკოლაში აღნიშნეს, სასწავლო წლის განმავლობაში ლიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით არაერთი მსგავსი ღინისძიება ტარდება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ნიჭისა და შემოქმედებითი უნარის რეალიზებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება დედაენას მიუძღვნეს