სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას!“- ვაზიანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
02-12-2022
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელმა- ფიქრია ლოხიშვილმა ღონისძიება - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ ჩაატარა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს მოზარდებში გავრცელებულ საფრთხის შემცველ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და აღინიშნა, რომ ეს  ნივთიერებები აზიანებენ ღვიძლს, სასუნთქ, გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ასევე, ხელს უშლიან მოზარდის ფსიქო-ემოციურ, სოციალურ,  ფიზიკურ განვითარებას და სერიოზულად აზიანებენ ჯანმრთელობას.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ვიდეორგოლს თამბაქოს მავნებლობის შესახებ უყურეს. მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი, პლაკატი და პრეზენტაციები წარადგინეს, როლებიც თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას ასახავდნენ. შეხვედრის ბოლოს კი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კლასების გაყოფა საგნების მიხედვით - ეროვნული სასწავლო გეგმა

დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლების სამინისტრო - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა ცნობილია

განმსაზღვრელი შეფასების სახეობები სკოლებში

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს



ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება