მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
უკვე დიდი ხანია რაც ეშტიაში არაზ ტბის სანაპიროზე სოფლის ახალგაზრდებმა ააშენეს პატარა შენობა, აქ ტარდება პატარა ღონისძიებები და დღესასწაულები. შენობით სარგებლობს როგორც ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა, ასევე მეზობელი სოფლები. ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ჩართული არიან „სამოქალაქო განათლება“ და „ეკო ჯგუფი“ პროექტებში მასწავლებლების - რიპსიმე აროიანის და თამარა ბადოიანის ხელმძღვნელობით დასუფთავების აქცია გამართეს.
აქციის შემდეგ ბავშვებმა გააკრეს სხვადასხვა პოსტერი შენობის კედლებზე, რომელშიც მოსახლეობას სთხოვენ, არ დააბინძურონ გარემო.
სკოლა მადლობას უხდის არმენ ბეზოიანს, რომელიც მოსწავლეებს ნაგვის გადატანაში საკუთარი ავტომობილით დაეხმარა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“