მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლის დირექტორების მხარდაჭერაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა.
ჩხენკელის განცხადებით, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რაშიც „სამინისტრო უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს ყველა მსურველს. შეთავაზებულია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და კონსულტაციები.
სერტიფიცირების პარალელურად, მოქმედი დირექტორებისთვის შეთავაზებულია გადამზადება. ამ გზით ყალიბდება დირექტორების მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის ლიდერთა შემდგომ პროფესიულ განვითარებას. 2023 წელს კი, დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა“.
ნიშნავს თუ არა მინისტრის სიტყვები იმას, რომ შესაძლოა 2023 წლიდან სკოლებში დირექტორები შეიცვალოს? მით უმეტეს, ცნობილია, ახალი სტანდარტის მიხედვით, სკოლის ლიდერი ფოკუსირებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე, ხელი შეუწყოს მათ არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართვას, ასევე მხარი დაუჭიროს პედაგოგების პროფესიულ განვითრებას და სკოლის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას.
იხილეთ: 2086 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 9 სკოლას ჰყავს - უახლესი სტატისტიკა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.