სიახლეები
სიახლეები

ვის უნდა დაერიცხოს იმ მასწავლებლის ხელფასი, რომელიც გაკვეთილებს აცდენს?
04-12-2022
-
+


პედაგოგებს, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით სკოლის გაცდენა მოუწიოთ. მათ ავადმყოფობის დროს ბიულეტენით სარგებლობის უფლება აქვთ და ასეთ შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურება სრულად უნდა მიიღონ, თუმცა გაცდენის მიზეზი ყოველთვის ჯანმრთელობის მდგომარება შეიძლება სულაც არ იყოს.

ვის ევალება გაკვეთილის ჩატარება, როდესაც მასწავლებელი აცდენს? უნდა ჩამოეჭრას თუ არა მასწავლებელს გაცდენილი დღეების ხელფასი? შესაძლებელია თუ არა ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურება მიიღოს პედაგოგმა, რომელიც გაკვეთილს სხვის ნაცვლად ჩაატარებს?

მასწავლებლის მიერ გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში დირექცია და სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულნი არიან, სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარმართონ და მოსწავლეები არ დაზარალდნენ.

ვინ უნდა ჩაატაროს პედაგოგის მიერ გაცდენილი გაკვეთილი და ვის უნდა დაერიცხოს ჩატარებული საათების შესაბამისი ანაზღაურება, ამას თავად სკოლის დირექცია განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე გზა:

კოლეგების მიერ მასწავლებლის ჩანაცვლება ანაზღაურების გარეშე - ეს პრაქტიკა ბევრ სკოლაშია დანერგილი. მასწავლებლები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთის გაკვეთილებს ატარებენ და სანაცვლოდ ანაზღაურებას არ ითხოვენ.

კოლეგის მიერ გაკვეთილის ჩატარება ანაზღაურების სანაცვლოდ - მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სხვის ნაცვლად გაკვეთილის ჩატარებაზე, ზოგიერთი მასწავლებელი კი თანახმაა, სხვისი საათები მხოლოდ მაშინ ჩაატაროს, თუ აუნაზღაურდება. ასეთ დროს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმება. შესაძლებელია გამცდენმა მასწავლებელმა დარიცხული ხელფასიდან გაუნაწილოს კოლეგას ჩატარებული საათების საზღაური ან დირექციამ პირდაპირ იმ პედაგოგს დაურიცხოს შესაბამისი თანხა, ვინც გაკვეთილებს ატარებდა, გამცდენს კი - დაუქვითოს. აქ გასათვალისწინებელია, რომ გამცდენი მასწავლებელი ამ დროს არ უნდა სარგებლობდეს ბიულეტენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დირექციას არ აქვს უფლება, პედაგოგს ავადმყოფობის დროს, საავადმყოფო ფურცლით სარგებლობისას ჩამოაჭრას ხელფასი და ის თანხა სხვას მისცეს.

შემცვლელი მასწავლებელი - მისი საჭიროება მაშინ დგება, თუ სკოლის სხვა მასწავლებლებს არ შეუძლიათ დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება. შემცვლელ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

იხილეთ ასევე: რამდენი დღით შეუძლია ბიულეტენით სარგებლობა მასწავლებელს? - აუნაზღაურდება თუ არა პედაგოგს გაცდენილი დღეები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება