მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილის ღონისძიება რომელიც, დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით წარმოაჩინეს, ამ ტკბილ საუნჯეს დედა ენას ეძღვნება.
წარმოდგენა აღვსილი იყო ცრემლებით, გულის ტკივილით, სიყვარულით, ბავშვების მომაჯადოებელი გამოსვლებით.
ღონისძიებამდე სკოლაში მიმდინარეობდა დედაენის კვირეული, კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი „საუკეთესო მოქართულე“, რომელის ორი ტურიდან გამოვლინდნენ გამარჯვებულები მათ მიენიჭათ მიმდინარე სასწავლო წლის „ საუკეთესო მოქართულის “ წოდება (უნდა ყოფილიყო ერთი მაგრამ ჟიურმა ორი მონაწილის- პირველი საფეხურის მოსწავლე გვანცა შაინიძე და მეორე საფეხურის მოსწავლე მარიამ ბერიძის გამოსვლიდან ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება და ორივეს საუკეთესო მოქართულის წოდება მიანიჭა. აქვე გამოვლინდნენ კონკურსის აქტიური მონაწილეები. სალომე შაინიძე; თამთა ბერიძე; მინდა გითხრათ,რომ ბავშვებს მკაფიოდ ესმოდათ თითეული ის სიტყვა და წნეხი,რომელიც ქართულმა ენამ ომის ქარ-ცეცხლში გამოიარა,სპეციალურად ამ დღისათვის მოიხატა სკოლის კედელი,სადაც შეიტანეს ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ბ.ტ. ედნარ აბულაძემ და მისმა მოწაფეებმა გურამ სურმანიძემ, ირინა შანთაძემ და ირინა შაინიძემ, შეუძლებელია არ ავღნიშნოთ ამ პროექტის ორგანიზატორების ქ.ბ. თალიკო გორგილაძის და მედეა ჯაფარიძის დაუღალავი შრომა,რომელმაც აქტიურად ჩაუყარა საფუძველი ახალი ქართული სულის დაბადებას.
„ო ! ენავ ჩვენო დედაო ენავ
ჩვენო წარსულო და ჩვენო რწმენავ
ჩვენო მომავლის დიდო აკვანო
ქართველი ერის სულის მალმო
ეს მოკლე ინტერპრეტაციაა იმ სულის კვეთების ,რომელიც გურჯის გულიდან არის ამონარიდი,მჩქეფარ ტალღებად გადმოზვირთული,ვაზის მტევნებად ამოფეთქილი და ჩვენც ამ ნიადაგის ნაყოფი ვართ ,რომელმაც დაგვრგო ,მოგვასხურა ციდან ჩამოწოლილი ცვარი და უანგაროდ აგვღზარდა ქართველებად,მოგვანიჭა დიდი პატრიოტული სული,მებრძოლი გული და ღვთის სიყვარული.
მშობლიური ქართული ენით აღზრდილი ქალ-ვაჟი ცხოვრების გზას გზას მიიკვლევს როგორც ბობოქარი ნაკდი,ამ დაუშრეტელი ენერგიით ჩვილს ვასწავლით პირველ ნაბიჯების ადგმას,მეტყველებას,უკანმოუხედავად ვუშვებთ ბრძოლის ველძე და ვიბრუნებთ გმირის სახელით,უკიდურეს შემთხვევაში ვტოვებთ კიდეც ქვეყნის სადარაჯოზე.
ავტორი: დისველის საჯარო სკოლა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო