სიახლეები
სიახლეები

ტესტები სპეციალური პროგრამით გასწორდება - სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილება შევიდა
05-12-2022
-
+


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილება განათლებისა და მენცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შევიდა. 

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად.

თუ მოსწავლე ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ერთსა და იმავე საგანში სხვადასხვა კლასის შესაბამისად ჩატარებულ ტესტირებაში და ორივე კლასის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგად მოიპოვებს ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას, იგი ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი საგნის უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილედ.

ოლიმპიადის პირველი ტური იმ მონაწილეებისათვის, რომლების საჭიროებენ სპეციალურ საგამოცდო გარემოს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი მონაწილეებისათვის შესაძლებელია ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან  განსხვავებული წესით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ოლიმპიადის მონაწილე წარუდგენს ცენტრს.

პირმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ცენტრში უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში.

პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება