სიახლეები
სიახლეები

სკოლებში განათლების ახალი სისტემა დაინერგება - შეიქმნება მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული
03-12-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის დიდ წვლილს შეიტანს სკოლებში ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების საქმეში.

თავის მხრივ, ნორვეგიის ელჩმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასეს ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადეს.

პროექტის ფარგლებში ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის სტრუქტურა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. დაგეგმილი პროექტის შესაბამისად, სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას. 

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის  ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

შეხვედრისას მხარეები ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის მიზნით შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება