სიახლეები
სკოლები

სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებებით გააცილეს
05-12-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები მოეწყო, რომელიც შემოდგომის გაცილებას მიეძღვნა. 

მათში მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჯადოსნური შემოდგომა" გამართეს. მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, ლამაზად მოაწყვეს კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი განატავსეს, დარბაზი ფერად-ფერადი ფოთლებით მორთეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ლექსები სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს, იმღერეს და  იცეკვეს. ღონისძიების ორგანიზატორები კატია ჩახოიანი, გოჰარ ავაგიანი და დამხმარე მასწავლებელი შუშანიკ არუტიუნიანი იყვნენ.

„განსაკუთრებით ამაღლებელი ნაწილი იყო მოსწავლეთა დოლის დაკვრა“,- აღნიშნავენ სკოლაში,

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა" ჩაატარეს. მოსწავლეებმა საშემოდგომო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სპექტაკლიც დადგეს. განსაკუთრებით საინტერესო ჩურჩხელების მომზადება იყო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები მარინე მნდლიანი და ქართული ენის მასწავლებელი ელმირა ბროიანი იყვნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა

23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება