სიახლეები
სკოლები

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო“ - ინიციატივა სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში
05-12-2022
-
+


„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო“ - ინიციატივა, რომელიც  შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ფარგლებში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეეებმა განახორციელეს.

მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს სხვადასხვა აქტივობები, რომელთა მიზანი იყო სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლება, მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა შშმ პირთა მიმართ.

მოზარდებმა მიწვეულ საზოგადოებას გააცნეს პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც დგას შშმ პირების წინაშე, რა კეთდება ამ კუთხით და კიდევ რა არის გასაკეთებელი. ასევე მე-7-მე-8 კლასელებმა ამ თემასთან დაკავშირებით, გააკეთეს თემატური პოსტერები და გაავრცელეს სკოლაში. 

სკოლაში მიწვეული იყო ავტორი ანა ბარათაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს და უპასუხა მათ კითხვებს.

„იგრძენი რომ ვვარსებობ” - ანა ბარათაშვილის შემოქმედებაა, რომელშიც აღწერილი აქვს ბრძოლა ამ დაბრკოლებების წინააღმდეგ.  

ანამ სკოლას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ბავშვება სტუმარს სთხოვეს, კიდევ ერთხელ მოსულიყო სკოლაში, როცა მისი წიგნის განხილვაზე შეიკრიბებოდნენ.

„ამ შეხვედრამ მოსწავლეებს ნაათლად დაანახა, რომ მართლაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობები თავის წვლილს შეიტანს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში შშმ პირთა მიმართ“, - აღნიშნა ღონისძიებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა სერგო ხოზრევანიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

გადამზადებული მასწავლებლებისთვის 4-დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2 უნივერისტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს.
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება