მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის - „გალაკტიონი პოეტების მეფე“ ფარგლებში, საინტერესო გასვლითი აქტივობა ჩაუტარდათ.
ისინი გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ეზოში მცირე ღონისძიება მოაწყვეს და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. ისინი აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პროექტის ფასილიტატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეკლე ონიანი იყო. ღონისძიების მიზანი გალაკტიონის შემოქმედების საფუძვლიანი შესწავლა და წიგნიერების დონის ამაღლება იყო. მასში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აქტიურად ჩაერთო.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს