სიახლეები
სიახლეები

საქმისმწარმოებლის მოვალეობები - რა განათლებასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეთ აღნიშნულ თანამდებობაზე?
06-12-2022
-
+


სკოლის საქმისმწარმოებელი არის პირი, რომელსაც შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა, ასევე ოფიციალური ინფორმაციის გაცემა და პერსონალური მონაცემების დაცვა აკისრია.

საქმისმწარმოებლად დასაქმების მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებსაც.

etaloni.ge დაინტერესდა, რას ითხოვენ სკოლები საქმისმწარმოებლებისგან, რა მოვალეობები აქვთ მათ აღნიშნულ თანამდებობაზე და რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ ისინი. როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დასაქმების ვებგვერდიდან ირკვევა, საქმისმწარმოებლის მოვალეობებია:

  • უზრუნველყოს საქმისწარმოების გამართულად მუშაობა;
  • აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
  • აწარმოოს მოსწავლეთა ანბანური წიგნის ელექტრონული ვერსია;
  • გააკონტროლოს მოსწავლეთა მოძრაობა;
  • უზრუნველყოს სკოლის არქივის დაცვა და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემა;
  • უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
  • მიიღოს შემოსული კორესპონდენცია, დაამუშაოს და დაარეგისტრიროს იგი;
  • უზრუნველყოს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისთვის მისი წარდგენა;
  • უზრუნველყოს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაბეჭდვა და ასლის გადაღება;
  • უზრუნველყოს მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება და გააკონტროლოს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება;
  • უზრუნველყოს სკოლის დირექტორის ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და გასაგზავნი წერილების პროექტების მომზადება;
  • კონტროლი გაუწიოს დირექტორის ბრძანების, განკარგულებისა და დავალების ადრესატებამდე მიტანას;
  • უზრუნველყოს email.mes.gov.ge ფოსტაზე წერილების მიღება და პასუხის გაცემა.
  • კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის სხვა დავალებები.
  • შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
  • იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
  • შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  • აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;
  • დაიცვას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის ცნობილი თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები;

საქმისმწარმოებლის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის ძირითადი მოთხოვნებია:

  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook. PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა eFlow - ის და სკოლის ბაზების eSchool-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება