სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ზრუნავს მოსწავლეებში განათლების დონის ამაღლებაზე“ - „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
07-12-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის
დიდაჭარის საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე ლუკა გობაძემ მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

„ხულოს ეტალონი მოსწავლე“ ფინალურ ეტაპზე თავის მუნიციპალიტეტს წარადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ხულოს  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ „ეტალონი“ საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის დირექტორებში, მასწავლებლებში და მოსწავლეებში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს ნამდვილად მიუთითებს იმაზე რომ ის დიახ, არის ეროვნული პროექტი. ამასთან, „ეტალონი“ ზრუნავს მოსწავლეებში განათლების დონის ამაღლებაზე, ამიტომაც პროექტს ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სტრუქტურებმაც. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“ და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას, ამ ეროვნულ პროექტში კი წარმატებებს ვუსურვებ ყველას, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისთვის. 

ხულოს
მუნიციპალიტეტის დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე:

ბოლო წლებში ძალიან წარმატებულები ვართ. უკვე მესამე წელია ჩვენი სკოლის მოსწავლეები იღებენ „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პედაგოგების დამსახურება არის. ისიც უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი ტიპის წარმატება მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სურს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება. წელს განსაკუთრებით წარმატებული შედეგი გვქონდა მეორე ეტაპზეც, ათეულში 5 მოსწავლე სწორედ ჩვენი სკოლიდან იყო, ამიტომ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ წელსაც გავიმარჯვებდით. ახლა ფინალს ველოდებით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ფინალშიც გავიმარჯვოთ.

დიდაჭარის საჯარო სკოლის „ეტალონის პედაგოგი მალხაზ ბოლქვაძე:

წელს მოსწავლეებს ძალიან დიდი ინტერესი და მოლოდინი ჰქონდათ. ჩემპიონატში მონაწილეობა პირველ ეტაპზე 30-მა მოსწავლემ მიიღო, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, აქედან მეორე  ეტაპზე მოსწავლეთა 50% პროცენტი გადავიდა. გეტყვით, რომ სამი წელია მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს ჩვენი სკოლის ბავშვები იკავებენ, რაც მათ ინტერესსა და მონაწილეობის სურვილს ერთიორად ზრდის.

ხულოს „ეტალონი მოსწავლე ლუკა გობაძე:

ძალიან გამიხარდა არ ველოდი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა. კითხვები სასკოლო პროგრამიდან იყო, კარგად ვსწავლობ, შესაბამისად მოსული საკითხებისთვის პასუხების გაცემა სირთულეს არ წარმოადგენდა. ჩემს გამარჯვებაში დიდია სკოლის დამსახურება და მადლობა მათ ამისთვის. იმედი მაქვს, შევძლებ, კიდევ ერთხელ ვასახელო და წარმოვაჩინო ჩემო სკოლა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება