მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის VII და VIII კლასების მოსწავლეებისთვის ქალაქ ბორჯომის ტრეინინგცენტრის უფროსი კლასის მოწვეულმა მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს.
ტრენინგცენტრის წარმომადგენლები სკოლაში დირექტორის - ზურაბ გელაშვილის ნებართვითა და ჩართულობით მიიწვიეს.
უფროსებმა მოზარდებს „არაფორმალურ განათლებაზე“, „კრიტიკულ აზროვნებასა“ და „ემოციების მართვაზე“ ესაუბრნენ, რაც მათ სასკოლო საქმიანობაში ხელს შეუწყობს.
ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა გოგოლაძემაც მიიღო, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა, მოსწავლეებმა კი, მწერლის ლექსები რუსულ ენაზე წაიკითხეს.
საგანმანათლებლო ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს