სიახლეები
ეტალონი

 „ეტალონი“ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს - „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
06-12-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლე ნინი ჩხიტუნიძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

„მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ ფინალურ ეტაპზე თავის მუნიციპალიტეტს წარადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.


მარნეულის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახმარანოვი:

ძალიან სასიხარულოა რომ არსებობს პროექტი, რომელის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ და გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. ბავშვები ეჯიბრებიან ერთამენთს და ამავდროულად უხარიათ ერთმანეთის წარმატება. გვიხარია რომ ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“ და იმედი გვაქვს, მომავალშიც ასეთივე წარმატებული იქნება პროექტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ლელა მუმლაძე:


მოსწავლეთა ჩართულობით ყოველთვის კმაყოფლი ვარ, ძალიან მოსწონთ და უნდათ ხოლმე ჩემპიონატში მონაწილეობა. მიხარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ მოიპოვა მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი.

საიმერლოს საჯარო სკოლის „ეტალონის პედაგოგი“ მზია სამხარაძე:

მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია ასეთი ტიპის აქტივობები, ბოლო დროს თითქოს მოდუნებულები არიან და „ეტალონი“ აფხიზლებს, მოტივაციას აძლევს და გარკვეულწილად სწავლის სურვილსაც მატებს, რადგან სურთ, რომ აჩვენონ საუკეთესო შედეგები და ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება კითხვებს, თავად მათემატიკოსი ვარ და ვთვლი, რომ არც ისეთ რთული საკითხები იყო. პირიქით, შეიძლებოდა უფრო სააზროვრო და რთული კითხვების შეტანაც, თუმცა მე კმაყოფილი ვარ და სურვილი მაქვს, დაბალ  კლასებშიც ჩავატარო შიდა სასკოლოს კონკურსის სახით ეს პროექტი.

„მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ ნინი ჩხიტუნიძე:

ძალიან გამიხარდა გამარჯვება, ნამდილად არ ველოდებოდი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა. წელს პირველად მივიღე ჩემპიონატში მონაწილეობა. ძალიან მომეწონა რომ განსხვავებული ტიპის კითხვები იყო, განსაკუთრებით ქართულისა და ისტორიის საგნიდან მოსული კითხვები მომეწონა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება