მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში, მე-7ბ კლასის დამრიგებლის - ინგა მარჯანიძის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის- ნინო ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი პროექტის „პალიტრა“ პირველი ეტაპი განხორციელდა.
პროექტის პირველი დღე დაეთმო ქვეპროექტს სახელწოდებით - „დედაბუნება“.
ბავშვებმა ისაუბრეს, პლანეტების, მდინარეებისა და ყვავილების შესახებ, რომელსაც თემში, გამოკითხვის საფუძველზე შექმნილი სტატისტიკაც დაურთეს.
მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს „დედაბუნებას“ , ასევე რაოდენ მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა და მოფრთხილება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები და პრეზენტაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების ცოდნისა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა