მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ვირუსული ინფექციების მართვა შესაძლებელია ბინაზე, ოჯახის ექიმების რეკომენდაციითა და ჩართულობით.
მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო.
„ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების შესაბამისად“, - ამბობს შორენა კიწმარიშვილი.
ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით:
„ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომ ბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროებისას მიმართონ“,- აღნიშნა შორენა კიწმარიშვილმა.
შორენა კიწმარიშვილის თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.