სიახლეები
სკოლები

ბოლნისის N1 საჯარო სკოლა 75 წლისაა
18-04-2018
-
+


ბოლნისის N1 საჯარო სკოლა დიდი ტრადიციებისა და საინტერესო ისტორიის მატარებელია.

პროფესიონალი პედკოლექტივის სახელოვანი აღზრდილები დღეს მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ თავიანთ სფეროში. ესენი არიან: მეცნიერ-მუშაკები, ექიმები, ხელოვანები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, მეწარმეები, პარლამენტარები, სკოლის დირექტორები, მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.  

დღეს სკოლაში 800 მოსწავლე სწავლობს. კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ გამოსაშვებ თუ ეროვნულ გამოცდებს. 2016-2017 სასწავლო წელს სკოლას ათი მედალოსანი მოსწავლე ჰყავდა. მოსწავლეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში და ხშირად დიდ წარმატებას აღწევენ. აღსანიშნავია, ფეხბურთის გუნდისა და ფრენბურთელ გოგონათა მიღწევები.  

2012 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ პროექტში, მოიპოვა გრანტი 2000 ლარის ოდენობით და ინგლისური ენის კაბინეტისათვის შეიძინეს ტექნიკური აღჭურვილობა. პროექტზე მუშაობდნენ ამერიკელი მოხალისე და სკოლის ინგლისურის მასწავლებელი დარეჯან ლეპსაია. 2015 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში „ჯაჭვური რეაქცია“, რომლის მიზანი კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვაა სკოლაში. მოხვდნენ საუკეთესოთა შორის პირველ ხუთეულში და მოიპოვეს გრანტი 2000 ევრო და კიდევ მრავალი სხვა წარმატებაა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მატიანეში.  

როგორ მოვიდა სკოლა დღემდე? როგორ გაიარა 75 გრძელი და შინაარსიანი წელი? 

ბოლნისს ადრე ლუქსემბურგი ერქვა, ეს სახელი აქ კომპაქტურად დასახლებულ გერმანელებს შეურქმევიათ. ომის დაწყებისთანავე სტალინის ბრძანებით გერმანელები გაუსახლებიათ. 1942 წელს აქ ჩამოასახლეს ქართველები იმერეთიდან, რაჭიდან, ლეჩხუმიდან, სამეგრელოდან და პირველი სკოლის წელთაღრიცხვაც დაიწყო. ამ ფაქტმა ქვემო ქართლის ამ ისტორიულ კუთხეს ახალი სიცოცხლე შთაბერა. გავიდა დრო და ღირსსახსოვარი მოვლენა მოხდა ბოლნისში. 1950 წლის პირველ სექტემბერს სკოლა გადავიდა ახალ შენობაში და მას დიდი ქართველი მწერალ-დიდაქტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახელი ეწოდა.  

პირველი სკოლის აღზრდილები არიან: ელიზბარ ჯაველიძე, ლადო მინაშვილი, როინ ქუტიძე, ემილ კოპალიანი, ნელი ურუმაშვილი, გია პეტრიაშვილი, შალვა დარჯანია, იოსებ ბარათაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, კარლო ღლონტი, სოლისტი შოთა ჩაკვეტაძე, თამაზ სტეფანია, შუქრი დევნოზაშვილი, კობა დვალიშვილი, გოგი მეშველიანი, გურამ ავქოფაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ჭყონია, გია კორძაძე, გურამ მინდიაშვილი, ეფრემ და ბესარიონ ურუმაშვილები, გიორგი ბუბუტეიშვილი და სხვები. 

პირველად 1997 წელს აღინიშნა სკოლის 55 წლის იუბილე, მეორედ, 2002 წელს 60 წლის გრანდიოზული იუბილე, ლიანა ხურცილავას დირექტორობის პერიოდში (1997-2006 წწ.) მისივე რედაქტორობით გამოიცა წიგნი „ბოლნისის პირველი სკოლა-60“.  

2015 წლიდან სკოლას სათავეში ჩაუდგა მოტივირებული და ღირსეული ხელმძღვანელი ირმა წაქაძე. 

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები თბილისიდან, სკოლის კურსდამთავრებულები, ყოფილი პედაგოგები, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.  

კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო სკოლის ისტორიის ამსახველი სურათების გამოფენა. 

გოგი მეშველიანი: „დღევანდელი დღე არ მინდა ტრადიციული მილოცვით დავიწყო, მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ვისაუბრებ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 75 წლის მანძილზე პირველმა ქართულმა სკოლამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ბევრი ღირსეული თაობა და ამ თაობებში, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც გამორჩეული ადგილი დაიკავეს ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ- სპორტულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  ბოლნისის პირველ სკოლას რაღაც განსაკუთრებული ნიშა აქვს, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი, ძალიან გიყვარს, შენია და თან ძალიან ძვირფასი. ჩემი ეს დამოკიდებულება ალბათ იმის ბრალია, რომ მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ, მართლაც გამორჩეულია და ანალოგი არ მოეძებნება, ეს პირველი ქართული სკოლაა, როგორც ცოდნის ტაძარი, ადგილი სადაც ცხოვრების ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამ და თავს იმკვიდრებ საზოგადოებაში“.  

ელიზბარ ჯაველიძე: „ჩემი ბავშვობა და ყრმობა ბოლნისს და პირველ სკოლას უკავშირდება, ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. აქ ვისწავლე სამშობლოს სიყვარული, მშობლებისა და უფროსების პატივისცემა. ვულოცავ პირველ სკოლას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“. 
იუბილე დააგვირგვინდა სკოლის 120 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდის (ხელ-ლი: ნინო დვალიშვილი) მიერ შესრულებული ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ჰიმნით, რომელიც ამ დღისთვის დაიწერა.  

ტექსტის ავტორები არიან: ხათუნა ქარაია და მანანა შეყილაძე, ხოლო მუსიკის - მამა ბასილ ახვლედიანი, რომელიც სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სულიერი მოძღვარია. 

ბოლნისის N1 საჯარო სკოლა ბურჯად უდგას მშობლიურ კუთხეს, მამულს, ენას, სარწმუნოებას, ეროვნულ განათლებას.  


იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება