სიახლეები
სიახლეები

აჭარის ა/რ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ
07-12-2022
-
+


არსებობის ორ ათეულ წელზე მეტი, განათლების გზაზე დაყენებული ათასობით ახალგაზრდა, უამრავი მხარდამჭერი თუ თანამოაზრე და რაც მთავარია, უცვლელი კრედო - მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა... - ეს „ეტალონის“ და მისი სხვა პროექტების მიღწევათა არასრული ჩამონათვალია; ფაქტი ერთია - ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს, არასოდეს გადაუხვევია არჩეული გეზიდან და ორმაგად სასიხრულო ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად იაზრებენ ამ პროექტების მნიშვნელობას. 

ამჯერად, „ეტალონი“ აჭარას ესტუმრა, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა ხელვაჩაურის, ქედის, ხულოსა და შუახევის მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საგანამათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან; მათ გოჩა ტყეშელაშვილმა ყველაზე ეროვნული სოციალურ-საგანმანათლებო პროექტების: etaloni.ge-ს, izrune.ge-ს, ასევე იზრუნელებისა და ეტალონელების ერთგულებისთვის, სპეციალური დიპლომები გადასცა.

ამასთან, სახელმწიფო მოხელეებს სახალხო აღიარების  ტიტული  მიენიჭათ „სასკოლო მზაობის დიდებული საოჯახო წიგნი რვეულის - „პირველკლასელთა აკადემიის“ მხარდაჭერის გამო.

განსაკუთრებული  მადლიერებითა  და  სიამაყით  სპეციალური დიპლომი გადაეცათ და სახალხო  აღიარების  ტიტული  მიენიჭათ თანამოაზრე  დეპუტატებს, მათ  შორის:  ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარ  დეპუტატს,  ანზორ  ბოლქვაძესა და აჭარის ა/რ-ს უმაღლეს საბჭოს დეპუტატს, ფრიდონ ფუტკარაძეს.

სპეციალური დიპლომები გადაეცათ:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა დიასამიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს თენგიზ ირემაძეს, საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა დიდმანიძეს;

ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს რენარ ბოლქვაძეს და საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელს ედუარდ მიქელაძეს;

შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ომარ ტაკიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს როსტომ ლორთქიფანიძეს, საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელს, ედუარდ გოგრაჭაძეს;  

ქედის მუნიციპალიტეტის მერს როლანდ ბერიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს, საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელს დურმიშხან  შავიშვილს.

მოგვიანებით, ანზორ ბოლქვაძემ ვიზიტიც შეაფასა და „ეტალონის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „ჩვენ მიმოვიხილეთ გასული წლების მიღწევები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერა, როგორიც „ეტალონია“ და მოხარული ვარ, რომ მუნციპალიტეტების ხელმძღვანელებს სპეციალური დიპლომები ბატონმა გოჩამ პირადად გადასცა... ჩვენი ვალია, მომავალი თაობების განათლებას მოვახმაროთ საკუთარი რესურსები, „ეტალონი“ კი წლებია ამ დიდ მიზანს ემსახურება და ასეც უნდა იყოს - მომავალი თობა თუ არ გვაინტერესებს, ხვალინდელი დღე ბედნიერი ვერ იქნება; ყოველთვის მივესალმებით „ეტალონს“, ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ „ეტალონი“ და მისი პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“.

ფრიდონ ფუტკარაძემ
კი დასძინა, რომ ეს დიპლომები დამატებითი მოტივაციაა, „ეტალონთან“ მეგობრობა მეტად გაღრმავდეს: „ესაა უმნიშვნელოვანესი პროექტები ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომლებშიც ჩართულები არიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახები და პედაგოგები... მუდმივად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ „ეტალონს“, რათა მეტად განვითარდეს, სპეციალური დიპლომები კი, რომლებიც გადმოგვეცა, დამატებითი მოტივაციაა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და „ეტალონთან“ ერთად, აღვზარდოთ განათლებული თაობები“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება