მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი - „უცხო ქვეყნებში XVI - XVIII საუკუნეებში მოხვედრილი წარმატებული ქართველები“. მათი ნამუშევარი ნამდვილად შთამბეჭდავი და შემოქმედებითი იყო.
აქტივობა ძალიან ნაყოფიერი იყო, მისი საშუალებით მოსწავლეებმა გაანალიზეს, რომ ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავისი მიზეზი და შედეგი. შეექმნათ წარმოდგენა იმაზე, რომ ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტოკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ნიშნით. გაანალიზეს, რომ ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, მოსწავლეებს შეექმნათ მკვიდრი წარმოდგენა იმაზე, რომ კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალებს გარკვეული ეკონომიკური, სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.