სიახლეები
სკოლები

„პოეზია, უპირველეს ყოვლისა“- ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო გამართეს
07-12-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა-  მარიამ გრიგოლიამ და სალომე მენაბდემ, უმცროსკლასელებთან ერთად, პროექტის - „პოეზია, უპირველეს ყოვლისა“, პირველი ნაწილი წარადგინეს. 

აღნიშნული პროექტი გალაკტიონ ტაბიძეს მიეძღვნა. მისი ხელმძღვანელები ირინა უგულავა და მაია ფეიქრიშვილი იყვნენ. მოსწავლეებმა „პოეტების მეფეს“ იუბილე მშობლიურ სოფელ ჭყვიშში მიულოცეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ - პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ამ დღის ემოცია წლები გაგვყვება. საიუბილეო საღამო კი არასოდეს, არასოდეს დაგვავიწდება. ღონისძიება, რომელიც ქართული სიტყვის მომჩუქურთმებელს, ბგერების ღმერთს  გალაკტიონ ტაბიძეს მიეძღვნა. მათ გალას ჭყვიშში მიულოცეს დაბადების დღე... 
სკოლის ბიბლიოთეკა ვერ იტევდა დამსწრეთ. იყო საოცარი განწყობა, რომელსაც იქ განთავსებული დეკორაციები გვიქმნიდა და ლამპის შუქითა და ყვითელი ფოთლების შრიალით გვამოგზაურებდა გალასეულ საქართველოში. მოსწავლეებმა სიღრმისეულად გადმოგვცეს პოეტის სულიერი სამყარო, „ლურჯა ცხენებისა" და „მერის", „მთაწმინდის მთვარისა" და „მესაფლავის",... შექმნისა და იმ გასაოცარი სიმბოლოების შესახებ, რაც ერთგვარ სიმფონიას ქმნიდა პოეზიაში და დირიჟორი ყოველთვის გალაკტიონი იყო. იგი თავის თავს მეფეს უწოდებდა, სხვებიც აღიერებდნენ. თუმცა, გალა იყო მეფე არა პოეზიისა, არა ეპოქისა, არა ისტორიისა, არა კაცობრიობისა, არამედ მარადისობისა! გალა უკვდავია თავის პოეზიასთან ერთად. ის მოვლენა იყო, რომლის ადგილი მართლაც არიყო მოკვდავთა შორის და გაფრინდა „დანისლული ქლიავის ფერი" საქართველოდან... დაგვიტოვა უდიდესი პოეზია და გვითხრა - „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს".
საღამო, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, იყო ერთგვარი ნარკვევი, ნაშრომი მაღალი აკადემიურობით  შესრულებული, რომელსაც სულ რაღაც ორ თვეში ორმა მოსწავლემ, დიდი შრომის ფასად, თავი მოუყარა და გაგვხადა თანაზიარნი ემოციებით სავსე საინტერესო ღონისძიებისა...
ყოჩაღ! ყოჩაღ! და ... ყოჩაღ!
მეამაყებით მარიამ, სალომე, ლუკა, ვანო, თემო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კლასების გაყოფა საგნების მიხედვით - ეროვნული სასწავლო გეგმა

დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლების სამინისტრო - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა ცნობილია

განმსაზღვრელი შეფასების სახეობები სკოლებში

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს



ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება