სიახლეები
სიახლეები

რა იცვლება სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი წლიდან? - ყველა მნიშვნელოვანი სიახლე
24-12-2022
-
+


სკოლის თანამშრომლები 2023 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდებიან. სიახლეები შეეხება როგორც მასწავლებლებს, ასევე დირექციას, ადმინისტრაციას, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და მანდატურებს. კერძოდ, თუ რას უნდა ელოდონ სკოლის წარმომადგენლები ახალი წლიდან და რა ცვლილებები ელოდებათ მასწავლებლებს, გაეცანით ჩამონათვალს.

2023 წლის იანვრიდან მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მანდატურების ხელფასი იზრდება - საჯარო სკოლის მასწავლებლები ახალი წლიდან 125 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, ასევე 125 ლარით მოიმატებს მანდატურების ანაზღაურებაც. დაგეგმილია საჯარო სკოლის ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის, ასევე სკოლის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ხელფასების 10%-ით მატებაც.

ცვლილებები მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში - სამინისტრო პედაგოგთა პროფესიული წინსვლის დოკუმენტზე მუშაობს, მასწავლებლები პირველად ვერსიას უკვე გაეცნენ, ცვლილება კანონში საბოლოოდ 2023 წელს შევა და ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა მოეთხოვებათ სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს.

2023 წლიდან წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები გარე დაკვირვებას აღარ გაივლიან. მათი პრაქტიკული საქმიანობის შეფასება პორტფოლიოს წარდგენით მოხდება. აღნიშული ცვლილების თანახმად, მასწავლებლებს გაკვეთილებზე აღარ დაესწრებიან და მათ კომპეტენციას პროფესიულ საქაღალდეში შეტანილი დოკუმენტებით გაარკვევენ. აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექსპერტთა ჯგუფის წინაშე თავად უნდა წარადგინოს.

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება და ახალი დირექტორები სკოლებში - დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პირველი ეტაპი 2022 წლის ბოლოს დაანონსდა, თუმცა გამოცდამ საბოლოოდ 2023 წლისთვის გადაიწია, შესაბამისად, მომავალ წელს სკოლებსის ხელმძღვანელებს ტერსტირებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. მინისტრის განმარტებით, „2023 წელს დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა“.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება - 2023 წლიდან მასწავლებლები დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სახით 6 თვის ხელფასს მიიღებენ. აქამდე პედაგოგებისთვის მხოლოდ ერთჯერადი დახმარება - 1000 ლარი გაიცემოდა, ამჯერად კი მასწავლებლებს დეკრეტული შვებულების დროს, ექვსი თვის განმავლობაში, კუთვნილი ხელფასი დაერიცხებათ. 

ახალი პლატფორმა „განათლების ელექტრონული სახლი“ - მასწავლებლებისთვის 2023 წლიდან ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. პორტალი შეივსება საგანმანათლებლო რესურსებით, გააქტიურდება ავტორიზაციის ველი და ამოქმედდება მასწავლებლის პორტფოლიოს ფუნქცია. პორტალზე არსებული რესურსები და სერვისები განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვისაც. „განათლების ელექტრონული სახლით“ სარგებლობა 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება