სიახლეები
სიახლეები

„კარგი იქნებოდა, სკოლაში იმიტირებული გამოცდები ტარდებოდეს“ - მოსწავლეები მე-12 კლასის შესახებ საუბრობენ
08-12-2022
-
+


მე-12 კლასის აუცილებლობა დღემდე ეჭვქვეშ დგას საზოგადოებაში და მუდმივად მიდის დისკუსია, საჭიროა თუ არა „ამდენი წელი იარონ ბავშვებმა სკოლაში“? - რისთვის შეიქმნა საქართველოში სასკოლო განათლების 12-წლიანი სისტემა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ წლების წინ პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც სკოლაში სწორედ 12-წლიან ს  წავლებას ითვალისწინებდა;  მიზეზი იყო ის, რომ ევროპის უნივერსიტეტებს ეღიარებინათ ჩვენი ატესტატი.

მას შემდეგ, მუდმივად ისმის კითხვა - რა საჭიროა მე-12 კლასი, მაშინ, როცა მოსწავლეები სკოლაში იშვიათად დადიან და რეპეტიტორებთან მაინც ემზადებიან; აქედან გამომდინარე ისმის კითხვა - სკოლა სათანადო განათლებას ვერ აძლევს ბავშვებს?

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად აბიტურიენტები, რომელთაც etaloni.ge გაესაუბრა.

მაგალითად, აბიტურიენტი ნიკა მიიჩნევს, რომ ამ საფეხურზე ყველაზე საინტერესო მასალას სწავლობს, ოღონდ არა სკოლაში; თუმცა ისურვებდა, რომ სკოლაში უფრო მეტი დრო გაატაროს და კერძო რეპეტიტორთან მომზადებაში დრო არ დაკარგოს: „თითქმის ყველა აბიტურიენტის მიზანია ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუ სკოლა მათ გამოცდის ფორმატს გააცნობდა და იმიტირებულ გამოცდებს ჩაატარებდა“.

ერთ-ერთი აბიტურიენტი იმასაც გვიმხელს, რომ სწორედ მე-12 კლასის თავისუფალი გრაფიკის შედეგია, გარკვეულ საკითხებს მეტად რომ ჩაუღრმავდა: „მეთორმეტე კლასში საშუალება მომეცა, სიღრმისეულად შემესწავლა ის, რასაც თერთმეტი წლის განმავლობაში ვსწავლობდი“, - ასევე აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც შესაძლებელია იმ ყველაფრის სწავლა, რასაც მოსამზადებელ კურსებზე გადის.

სალომე კი პირდაპირ აღიარებს, რომ ორიენტირებულია კერძო მასწავლებელთან მომზადებაზე და სკოლაში მისასვლელად დრო არ რჩება, თუმცა, ამის სურვილი ნამდვილად აქვს - „უფრო შედეგიანი იქნებოდა, თუ ყველა იმ საგანს, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ, სკოლაში გაძლიერებულად ვისწავლიდით“.

კიდევ ერთი აბიტურიენტი გვიმხელს, რომ ისურვებდა, მე-12 კლასი მოსამზადებელი საფეხური იყოს და არჩევითი საგნებიც გაძლიერებულად ისწავლებოდეს, თუმცა, მასაც კერძო მასწავლებლებთან მომზადების გამო, დრო აღარაფრისთვის რჩება: „ზაფხულში ვფიქრობდი, რომ მე-12 კლასში, კლასელებთან ერთად დროის გატარების საშუალება მექნებოდა, რადგანაც, ბოლო რამდენიმე წელი დისტანციური სწავლების გამო, დაგვავიწყდა კიდეც, თუ რას ნიშნავდა სკოლაში სწავლა და ერთმანეთთან ურთიერთობა, თუმცა შევცდი, რადგან მიწევს კერძოდ მომზადება და საკუთარ თავსა და მეგობრებს დროს ვერ ვუთმობ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება