მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 16 ნოემბრის №1465694 ბრძანებით განახლდა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც შემუშავდა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა.
განახლებული დარგობრივი მახასიათებელი ძალაში შედის დამტკიცებისთანავე, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა ძალაში შესვლის განსხვავებული ვადებიც გათვალისწინებულია და მითითებულია დარგობრივ მახასიათებელში.
დარგობრივი დოკუმენტის საფუძველზე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში სამოქმედო გეგმის წარდგენა, თუ როგორ აპირებენ განახლებულ დარგობრივ მახასიათებელთან მათი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანას.
მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განახლებას საფუძვლად დაედო - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ შემუშავებული ორი დოკუმენტი: დიპლომამდელი სამედიცინო განათლების გლობალური სტანდარტები (2020 წელი) და სამედიცინო განათლების დისტანციური სწავლების სტანდარტები (2021 წელი). დოკუმენტზე მუშაობის დროს, ასევე, გაანალიზდა ცენტრის მიერ 2021 წელს ჩატარებული თემატური ანალიზი ქვეყანაში მოქმედი მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.
დარგობრივ მახასიათებელში ასახული ცვლილებები ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს: უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წინაპირობებს; უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში ქართული ენის სწავლებას; დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგინდა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ადამიანური რესურსისთვის; დაზუსტდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები; განისაზღვრა მატერიალურ რესურსებთან და ასევე კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.
დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით, უახლოეს მომავალში ჩანიშნავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრას, რომლის თაობაზეც წინასწარ გეცნობებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.