მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ავტორობით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
„ჩვენ ვებრძვით შიდსს და არა შიდსით დაავადებულს!“ - ეს იყო ძირითადი სლოგანი სკოლაში გამართული საინფორმაციო შეხვედრისა.
„მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, გამოჭრეს წითელი ბაფთები, რომლებიც გამოხატავს სოლიდარობას, პროტესტს და იმედს, რაც სჭირდებათ ადამიანებს შეძენილ იმუნოდეფიციტურ ვირუსთან ბრძოლაში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე საინტერესოდ ისაუბრეს: სკოლის დირექტორმა ზ.თოდუამ, დირექტორის მოადგილემ ნ.ქავზინაძემ, მასწავლებლებმა - დ.ფრანგიშვილმა, ა.რუხაძემ, ი. უგულავამ, მ ფეიქრიშვილმა
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, პირველად შიდსის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა 1987 წელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.