მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეცნობიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და სკოლის საზოგადოებასაც მისი მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების უკეთ გააზრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, პრეზენტაცია გამართეს, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი - ი. ასლმაზიშვილი. ბავშვები ხალისითა და დიდი მონდომებით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, დამოუკიდებლად შექმნეს და დაარიგეს ბუკლეტები, რომლითაც სასკოლო საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების დაცვისკენ მოუწოდეს. მათ ასევე ისაუბრეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას და წარმოადგინეს პლაკატი წარწერით: „ჯანმრთელები, რომ გავიზარდოთ სწორად უნდა ვიკვებოთ“ .
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და პრეზენტაციების წარდგენა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას და უკეთ ამახსოვრდებათ მოპოვებული ინფორმაცია ისეთი აუცილებელი საკითხების შესახებ. როგორიც ჯანსაღი ცხოვრებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.