მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეული, რომელიც სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით წარიმართა.
კვირეულის ფარგლებში, IX კლასში ბიოლოგიასა და ფიზიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. VII-VIII-IX კლასებში კი გაიმართა მაია ზარქუას სახელობის საბუნებისმეტყველო კონკურსი.
გამარჯვება წილად ხვდა VII კლასის გუნდს - „ვარსკვლავები“.
კვირეულის დასასრულს მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი კლასების, ასევე საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
გამოფენილი იყო პლასტელინისგან გამოძერწილი კონტინენტების მოდელები, ასევე მოსწავლეთა შექმნილი გლობუსები, წყლისა და ხმელეთის, ვულკანების, დედამიწის აგებულების, მზისა და და მთვარის დაბნელების, ცისარტყელას მოდელები.
ასევე მეხუთეკლასელებმა წარმოადგინეს დაკვირვებები, ჰაერის წონაზე, დედამიწის მიზიდულობაზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ისაუბრეს თუ რა იყო მიზანი და რა შედეგი მიიღეს.
მეცხრეკლასელებმა STEAM საგნების პოპულარიზაციის მიზნით, ფილტვის და კაპილარულ-ალვეოლური მოდელი, კანის და თავის ტვინის მოდელები გამოფინეს და ისაუბრეს თუ რას ემყარება თითოეული მოდელის შექმნა, ასევე თუ როგორ რეგულირდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესი.
მეშვიდეკლასელებმა კი ისაუბრეს მათ მიერ წინა წლებში შექმნილ წითელ წიგნებზე და აღნიშნეს თუ რა იყო მათი დანიშნულება და შექმნის მიზანი. ამავდროულად, გამოსახეს ცისარტყელა ჭიქაში, რომლის მთავარი
თემა იყო სიმკვრივე. იქვე ჩააატარეს დაკვირვება, თუ რა ხდება ძმრისა და სოდის ურთერთქმედებისას, რა გამოიყოფა და იქვე გასცეს შეკითხვას პასუხი - რატომ გაიბერა ბუშტი?.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს STEAM პროექტი- პელტიეს ელემენტი, ბლუთუზით მართვადი რობოტი „ეშმაკის ბორბალის“ მოდელი.
გამოფენა-პრეზენტაციას ესწრებოდნენ წალენჯიხის N1 და ობუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოხდა გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. კათედრის წევრებს: ეკა ნაჭყებიას, მედეა როგავას, ინგა რატიას, მაკა სონგულიას კათედრაზე აქტიური თანამშრომლობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.