მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლა, თავის მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისთვის და საჭირო უნარების განვითარების მიზნით, ხშირად ახვედრებს სკოლადამთავრებულებს. ამჯერად, IX-X კლასის მოსწავლეებს, 1-ელ დეკემბერს სკოლის კურსდამთავრებული ლიზა ანთაძე ესტუმრა.
ლიზა ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. მან შეხვედრაზე ისაუბრა, რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე და რომ ეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობით იწყება. ასევე, მან მოსწავლეებთან ერთად, კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითმოტივირების უნარების მნიშვნელობასა და განვითარების საკითხებიც განიხილა.
„ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობის გრნობა, სწორი კომუნიკაცია, საკუთარი თავის განვითარების სურვილი და უნარი, უნდა იცოდნენ როგორ უნდა განავითარონ ეს ჩვევები და თვისებები საკუთარ თავში“, - აღნიშნა ლიზამ.
აღნიშნულ სესიაზე ლიზამ, მოსწავლეებს სავარჯიშოებშიც მიაღებინა მონაწილეობა, რომლის მეშვეობითაც, გაიღრმავეს ინტერესები და მათ ცნობიერებაში ახალი დეფინიციები გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა მაღალკასელების მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, ამის თაობაზე კი სკოლა აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.