მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, ამჯერად, ისინი საჯარო გამოსვლის ტექნიკას დაეუფლნენ. საკუთარი უნარები გამოავლინეს და გამარჯვებულთა შორისაც მოხვდნენ.
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში საჯარო გამოსვლების კონკურსის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა გაიმართა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა ათი საუკეთესო მომხსენებელი. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში დასახელდა ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ბარბარე შავლიაშვილი. ასევე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარდგნენ, მე-10 კლასის მოსწავლე- ნინო გეთიაშვილი და მე-11 კლასის მოსწავლეები: ანა ტურაშვილი და ელენა ლაზაშვილი. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ და პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადასცეს.
აღსანისნავია, რომ პროექტი „საჯაროდ გამოსვლების კონკურსი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლა თავის მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.