ქუთაისის N40 სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მშობელთა ჩართულობაზე სემინარი გაიმართა
09-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისთვის სემინარი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სკოლის პედაგოგებმა და დირექციის წარმომადგენლებმა მშობლებს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ არახამიას კაბინეტში, სკოლის I-VI კლასების მოსწავლეთა მშობლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „სწავლა-სწავლების პროცესი: არსებული გამოწვევები და მშობელთა ჩართულობის მექანიზმები“;
ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის ფორმირება - „პოზიტიური მშობლობა“ მომხსენებელი: ია ჩინჩალაძე -სკოლის დირექტორის მოადგილე
კიბერ უსაფრთხოება - კიბერ სივრცეში უსაფრთხო ქცევის ნორმებისა და პირადი ინფორმაციის დაცვა მომხსენებელი: თამთა გაჩეჩილაძე- ისტ-ის მასწავლებელი
სკოლისა და მშობლების ეფექტური თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში (პრაქტიკული გამოცდილებიდან) მომხსენებელი: ლალი რობაქიძე- Vა კლასის დამრიგებელი
მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების სისტემატური გაცდენის გავლენა მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებაზე მომხსენებლები: სპეციალური მასწავლებლები: ნინო ხუჯაძე, მარინა სირბილაძე.
„შეხვედრა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო. მშობლებს სკოლის დირექციისგან დაურიგდათ სამახსოვრო ბარათები. მოსწავლეთა მშობლებლების ჩართულობა სასკოლო ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია და პრიორიტეტია ჩვენი სკოლისათვის. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ N27 საბავშვო ბაღის წარმომადგენლები: გულნაზი დარსაძე, ფატი ტყეშელაშვილი, ელისო სილაგაძე და დიანა კურცხალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.