მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. პროფესიონალი პედაგოგები კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვებს საგნების მიმართ ინტერესი გაუღვივონ, შეაყვარონ სწავლა და წარმატებით გავიდნენ ყველა იმ შედეგზე, რომელსაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მოიაზრებს.
ამის დასტურია ითხვისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, თემაზე: „მხიარული ფიგურები“.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც მასწავლებლის, ნათელა ფურცხვანიძის დახმარებით, ხალისით მოირგეს გეომეტრიული ფიგურების როლი, ახასიათებდნენ მათ და აცნობდნენ ერთმანეთს.
მინი სპექტაკლმა ფიგურების შესახებ, სასკოლო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და მშობლებიც სიამაყით ადევნებდნენ თვალს შვილების მოგზაურობას გეომეტრიული ფიგურების „მრავალწახნაგოვან“ და „ჯადოსნურ“ სამყაროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.