მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებენ. ამჯერად, მორიგი პროექტის ფარგლებში თელავის N5 და ჯოყოლოს საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თელავის N5 საჯარო სკოლის კლუბ „ახალი სიცოცხლის“ წევრმა მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ზეინაბ კაკალაშვილმა პროექტი: „ბავშვები ბავშვებისთვის“ განახორციელეს ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, პროექტი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
„პროექტის მონაწილეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნაზო ბორჩაშვილს თანამშრომლობისა და საუკეთესო საჩუქრისთვის, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგს ნათელა ტოხოსაშვილს საუკეთესო თანამშრომლობისთვის.
სკოლებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტი დაფინანსდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“-ს პროექტ „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“ ფარგლებში. პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოაწოდა პროექტის კოორდინატორმა ჯულია ძამუკაშვილმა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.