მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, იღებენ საფუძვლიან განათლებას; თვის მხრივ კი, ბავშვებთან აქტიურად მუშაობენ კლასის დამრიგებლები, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა მიმართულებით გააფართოვონ მოზარდების თვალსაწიერი.
კუჭატნის საჯარო სკოლის პედაგოგები ნაყოფიერად იყენებენ სადამრიგებლო საათს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებენ.
ახლახან, X-XII კლასების ხელმძღვანელმა, დიანა მიქაუტიძემ ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე „სასკოლო ნივთები“ და როგორც თავად აცხადებს, ამ სახალისო აქტივობის ჩატარებას გარკვეული მიზანი ჰქონდა:
„მოგეხსენებათ, კალმის პრობლემა ყოველთვის აქტიურია საგაკვეთილო პროცესის დრო, ამიტომ შევიძინე კალმები, რომლებიც ჩავაწყვე ყუთში; მათ გამოიყენებენ მოსწავლეები და კვლავ უკან დააბრუნებენ.
ვინაიდან რამდენიმე კლასის დამრიგებელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყუთი დაგვემაგრებინა კედელზე, ჩვენს კლასთან ახლოს... მოხარული ვარ, რომ გამოგვივიდა საინტერესო და სახალისო აქტივობა“, - აღნიშნა დიანა მიქაუტიძემ.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი წარწერით: სასწრაფო დახმარების დაფა - აიღე, გამოიყენე და დააბრუნე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.