მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეებს მანდატურმა დიანა ნავასარდოვმა გაკვეთილი - ,,უსაფრთხო სკოლა“ ჩაუტარა.
IIIბ კლასის ხელმძღვანელი ლალი თეთრაძეა.
მანდატურმა მოსწავლეებს გააცნო სკოლაში, ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევისა და უსაფრთხოების წესები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს თავდაცვის უნარ-ჩვევებს განუვითარებს.
დიანა ნავასარდოვმა სკოლის აღსაზრდელებს ასევე ანიმაციური ფილმი აჩვენა, შუქნიშნის დანიშნულების შესახებ ესაუბრა და აუხსნა როდის და როგორ უნდა ისარგებლონ ზებრა, მიწისზედა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი აქტუალური და საინტერესო იყო, ამიტომ მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ მასში.
მეორე დღეს კი მოზარდებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და თემატური ჩანახატებისა და ჩანაწერების პრეზენტაცია მოაწყვეს.
სკოლის დირექცია მანდატურს საინტერესო გაკვეთილისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო