სიახლეები
სიახლეები

„ნაეკმა“ ტესტირების დამხმარე მასალები და კოდები გამოაქვეყნდა - დეტალები
09-12-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 10 დეკემბერს შემდეგ საგნებში ტარდება: 
 
  •  ქიმია (ქართულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი -8634;  
  • ქიმია (აზერბაიჯანულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი -2027 ;  
  • ქიმია (სომხურ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი -3839 ;  
  • ქიმია (რუსულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი -3186 .  
 
  • ისტორია (ქართულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი - 7650;  
  • ისტორია (აზერბაიჯანულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი - 4037;  
  • ისტორია (სომხურ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი - 3758;  
  • ისტორია (რუსულ ენაზე, X-XI-XII კლასები); კოდი-8511. 
 
ქიმიის საგნის ოლიმპიადაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე მასალა, რომელშიც მოცემულია ელემენტთა პერიოდული სისტემა,  ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივი.
 
 
კოდი ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება. 
 
გაითვალისწინეთ, რონ ტესტი განკუთვნილია საშუალო საფეხურის (X-XI-XII კლასები) მოსწავლეებისათვის. სურვილის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ საბაზო (VII-VIII-IX კლასები) საფეხურის მოსწავლეებსაც. 
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შესაბამისი განრიგის მიხედვით, მათთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიარონ ტესტირება.
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის დეტალური ინსტრუქცია:
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome („გუგლ ქრომი“) და სამუშაოდ გახსნას მხოლოდ ერთი გვერდი.
 
ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol . ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
 
„პაროლის“ ველში უნდა ჩაიწეროს ვებგვერდზე განთავსებული საგნის ოთხნიშნა სიმბოლო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ღილაკი „დასტური“. დასტურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პირველი დავალება სავარაუდო პასუხებით. 
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 
 
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დასტური“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას. 
 
თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან ამ დროს ემატება დროის სარეზერვო 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე გამოყენებულ იქნება 2 წუთზე ნაკლები დრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე გამოყენებულია 2 წუთზე მეტი დრო, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე. თუკი ამ დროის განმავლობაში არ იქნება  პასუხი მონიშნული, დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან (გაქრობამდე 12 წამით ადრე პროგრამა მოსწავლეს საგანგებოდ ატყობინებს, რომ დავალებისათვის განკუთვნილი დრო იწურება). დროის ამოწურვის შემდეგ პროგრამა მოსწავლეს სთავაზობს ახალ დავალებას (წინა დავალება ჩაითვლება პასუხგაუცემლად). 
 
დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რაც მიუთითებს ტესტირების დასრულებაზე.
 
გაითვალისწინეთ, თუ ტესტირებისას გაითიშება კომპიუტერი, ან გაითიშა ელექტროენერგია, ან პასუხის მონიშვნის შემდეგ დასტურის ღილაკზე დაჭერისას პროგრამა არ რეაგირებს და საჭირო გახდა კომპიუტერის გადატვირთვა, პრობლემის მოგვარების შემდეგ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები პროგრამულად დამახსოვრებული იქნება.
 
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე გადის ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია ორივე საგნის გავლა თანმიმდევრობით. აუცილებელია გამოყენებულ იქნეს საგნის კოდები მიმდევრობით: ჯერ ერთი საგნის კოდი, აღნიშნული საგნის დასრულების შემდეგ, ბმულზე ხელახლა შესვლის შემდეგ, აუცილებელია მეორე საგნის კოდის შეყვანა და ა. შ. 
 
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.
 
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ

„გამოცდა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“... - აბიტურიენტები ლიტერატურის ტესტირებაზე საუბრობენ

ორი გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა - ვის ეხება NAEC -ის ინფორმაცია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება