სიახლეები
სიახლეები

KIU-მ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა
12-12-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის – „Touch Summit‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – სემინარები, პანელური დისკუსიები, ვორკშოფები და ნეთვორქინგ სესიები ჩატარდა, რომლებშიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას  – ტექნოლოგია, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წამყვანი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებისგან, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, მიეღოთ საჭირო ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ტექ-კონფერენციაზე „Touch Summit‘‘ წარმოდგენილნი იყვნენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა – Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და სხვა.

TOUCH 2022-ის მთავარი თემები იყო: Tesla AI-ზე დაკვირვება, კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება, ფოკუსი დესტრუქციებზე, მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, „Human Machine Interface‘‘ – წარსული, აწმყო, მომავალი, ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები, „Reverse Engineering‘‘-ის გაცნობა, iOS სისტემის უსაფრთხოება, მოდის ინდუსტრია მეტავერსში – დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია, კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში და სხვა.

ტექ-კონფერენციას სტუდენტებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და ამავე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება