სიახლეები
სკოლები

საინტერესო თავგადასავლებითა და ახალი აღმოჩენებით დატვირთული შემოდგომა მათხოჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
12-12-2022
-
+


ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები გამუდმებით ზრუნავენ. სკოლაში სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება ხშირად იმართება. 

საინტერესო თავგადასავლებითა და ახალი აღმოჩენებით იყო ეს წელი სავსე იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლის კარი პირველად შეაღეს. პირველკლასელებს მართლაც განსხვავებული შემოდგომა ჰქონდათ, მათ კითხვა ისწავლეს, აქტივობებში ჩაერთნენ, სკოლა შეიყვარეს და სტუმრადაც კი მიიწვიეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პირველკლასელებს პროგრამის ათვისებაში უნიკალური წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ ეხმარებათ. ის მოსწავლეებს თავად „ეტალონის“ სულისჩამდგმელმა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა. 

პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.

„ჩემი განსხვავებული და სახალისო აქტივობებით დატვირთული შემოდგომა

ზაფხული რომ მიიწურა, პატარა გოგო-ბიჭები უცნაურად აფორიაქდნენ. საბავშვო ბაღის ნაცვლად ამჯერად სულ სხვაგან -  სკოლაში უნდა წასულიყვნენ. შემოდგომამ  უცნაური დღეები მოიტანა. მართლაც უჩვეულო იყო შემოდგომის ის დღე მათხოჯის პირველკლასელებისთვის. პირველი, ვინც მათ სკოლაში შეეგება, მათი პირველი მასწავლებელი ირმა ძიძიგური იყო. მასწავლებელი ისეთ უცნაურ ამბებზე ესაუბრებოდა იმ დღეს, ემოციებით დატვირთულ გოგო-ბიჭებს, თავი ზღაპარში ეგონათ. მეორე დღიდან კი უჩვეულო აქტივობებში ჩაებნენ და მთელი შემოდგომა აღარც დაუსვენიათ. ყოველი დღე სიახლით იწყებოდა და წინა დღეს აღარ ჰგავდა.

ერთ დღესაც სტუმრად დაპატიჟეს პატარები. „ეტალონი" იყო მასპინძელი. თვით გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდა და საჩუქრები გადასცა მათ. არც იმ დღეს აკლდათ ემოციები. რაიონულ ცენტრში ირმა მასწავლებელთან ერთად წავიდნენ.

შემოდგომა ძალაში შევიდა და ხეებიც ნელ-ნელა აფერადდა. საკლასო ოთახმაც იცვალა ფერი და პირველ კლასში ქართული ანბანი მობრძანდა. ზეიმით შეხვდნენ ამ დღეს პირველკლასელები. აამხიარულეს სკოლა, იმღერეს, იჭიკჭიკეს მერცხლებივით. ანბანი პირველი ორი ასოთი დაიწყეს და პირველი წინადადებაც წაიკითხეს: „აი ია." მერე აღარ გაჩერებულან, ყოველ ახალ ასოს დიდი სიხარულითა და ბევრი სახალისო აქტივობით ხვდებიან. ირმა მასწავლებელთან ერთად ყველაზე ძნელი ყველაზე ადვილია, ყველაზე რთული ყველაზე მარტივია.

ნელ-ნელა შემოდგომაც მიილია და მისით კმაყოფილმა პირველკლასელებმა შემოდგომას ზეიმი მოუწყვეს, მხიარულად   გააცილეს. პატარების გულის გასახარად მშობლებიც დაეხმარნენ ირმა მასწავლებელს. ერთად მოამზადეს თათარა და  ჩურჩხელებიც ამოავლეს  პირველკლასელებმა მადლობა გადაუხადეს ბარაქიან წელიწადის დროს - შემოდგომას, რომ ამ საოცარ სამყაროში, რომელსაც სკოლა ჰქვია, შემოდგომის დადგომისას მოხვდნენ. კიდევ ერთი შემოდგომა დასრულდა მათხოჯელი პირველკლასელების ცხოვრებაში, ოღონდ იგი ბევრად განსხვავებული, განსაკუთრებული და ხალისიანი  იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება