სიახლეები
სკოლები

აქტივიზმის 16 დღე - ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ
12-12-2022
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 კლასი უერთდება 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასასრულებლად. აქტივობას ამავე კლასის დამრიგებელი მარიამ აბულაძე ხელმძღვანელობდა.

„საქართველოში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენისა და მათზე ეფექტური რეაგირების, ასევე, დახმარების სერვისების სიმცირე ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს“, - კამპანიასთან დაკავშირეგბით აღნიშნავენ სკოლაში.

ჩატარებული აქტივობით, მოხდა აღნიშნული კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების როლის განსაზღვრა.

„თუ ეწინააღმდეგები ქალთა მიმართ ძალადობას და გინდა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანო უკეთესი მომავლის შენებაში, გამოხატე შენი პოზიცია, აიმაღლე ხმა და ჩაერთე ძალადობის წინააღმდეგ გამართულ 16-დღიან კამპანიაში“ - მოუწოდებს ქუთაისის N36  საჯარო სკოლა  საზოგადოებას.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება