მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას უკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული კოდექსი იქნება დიდი სიახლე და დაიწყება მნიშვნელოვანი რეფორმები.
„პირველი რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.
სავალდებულო სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი, იმის მიხედვით თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმალური იქნება 6-თვიანი პერიოდი და ეს არ იქნება თეორიული სწავლება, ეს იქნება, ინტენსიური საბრძოლო-სამხედრო მომზადება. პროგრამის გავლის შემდგომ კი პირს „რიგითის“ წოდება მიენიჭება.
გაწვევას განახორციელებს თავდაცვის უწყება, რომელიც იანვრიდან დაიწყება, თუმცა 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეიცვლება კანონი და „გირჩის“ მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიურ მიმდინარეობაში გაწევრიანებული პირები ჯარისგან აღარ გათავისუფლდებიან. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აღმოფხვრის ამ საკანონმდებლო ხარვეზს.
ამასთან, სტუდენტებისთვის იგეგმება შემდეგი შეღავათების დაწესება:
„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პრინციპი იცვლება სტუდენტებისთვის და უფრო მოქნილი სისტემა შემუშავდება; 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდში, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ 4-წლიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც წელიწადში დაახლებით ერთთვიან ინტენსიური პროგრამას გაივლიან სამხედრო ბაზებზე და 4 წლის შემდგომ მათ სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
4 წლის თავზე ჩვენ წელიწადში 10 ათას წვევამდელს მოვამზადებთ, საიდანაც ნახევარი სწორედ სტუდენტები იქნებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.