მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ გაიფართოვონ თვალსაწიერი და აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება.
ამ მიმართულებით, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც ახლახან პროფესიული განათლების კოლეჯს - „პრესტიჟს“ ესტუმრნენ. აქტივობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი კი გახლდათ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მიზანი იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში პროფესიული ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ნატო დაღუნდარიძემ. მან მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროფესიული განათლების შესახებ, დაათვალიერებინა სხვადასხვა მიმართულებები. თავის მხრივ მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესახებ. ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და აღნიშნავდნენ, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გაუზიარებდნენ თანატოლებსა და მეგობრებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.