სიახლეები
სკოლები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდგორის საჯარო სკოლაში კვირეული გაიმართა
12-12-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა კვირეული. ღონისძიების მთავარ იდეას წარმოადგენს მოსწავლეებში ბავშვების  უფლებათა კონვენციაზე ცნობიერების ამაღლება და  საზოგადოებაში ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ პრობლემაზე საჯარო საუბარი.

„ღონისძიების მიზანი იყო,  მომხდარიყო სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის გრძნობების სტიმულირება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა, პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებელთან ქრისტინა ნინუასთან ერთად, იმუშავეს კონვენციის მუხლებზე, შექმნეს ადაპტირებული ვერსია slide show, როგორც დირექცია აღნიშნავს ეს მასალა გამოყენებულია, როგორც რესურსი თანატოლგანმანათლებელი ინსტიტუტის დანერგვის პროცესში, მათ მიღებული ცოდნა გაუზიარეს  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დაამზადეს პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს სკოლაში.

„მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში და აღნიშნეს რამდენად მნიშვნელოვანია იცოდნენ და იცავდნენ საკუთარ  უფლებებს!“, - გვამცნობს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება