მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად კი მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც მუშაობენ.
ახლახან. თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო კვირეული „საერთაშორისო დღე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა ძალადობის თემასთან დაკავშირებით, გამართეს დისკუსია, ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზე... აქტივობის ფარგლებში ჩატარდა სლოგანებისა და ნახატების კონკურსი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში, სკოლამ მოიწვია სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში ნათია ფიცხელაური, რომელმაც ისაუბრა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე;
შეხვედრაზე მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სახალხო დამცველის მანდატისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო. ისაუბრა ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე, ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე, ბავშვთა შრომის დარღვევებზე.
„შეხვედრა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია ფიცხელაურს საუკეთესო თანამშრომლობისთვის. სლოგანების, ესეებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები USAID-ის პროექტის კახეთის რეგიონის კოორდინატორმა, ლიკა ყარაულაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. მადლობა მას საუკეთესო თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ