მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლის - ლიანა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობითა და ჩართულობით ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დიდ, საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული ცნობილი ისტორიები აუდიტორიას საინტერესოდ გააცნეს.
„ჩემი მოსწავლეების მხატვრული ნიჭის წყალობით ილიას მოზაიკა თითქოს თვალთ გაგვიცოცხლდა“ - აღნიშნავს, ლიანა ვადაჭკორია.
ღონისძიების დარულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიისგან მხურვალე ტაში და სკოლისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ