მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძინძის საჯარო სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია Iბ კლასის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება - „შემოდგომის დეფილე“, რომელიც პატარებმა წითელ ხალიჩაზე წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის გაცილება სასიამოვნო სანახაობად აქციეს.
„შემოდგომას მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები. ასევე წარმოგვიდგინეს მშობლიური ანბანის მოზაიკური ჩვენება“ - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, ასევე აქტიური მხარდაჭერა იგრძნობოდა მშობლების მხრიდან, რისთვისაც მათ სკოლა დიდ მადლობას უხდის. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ეკა ველიჯანაშვილი, მოსწავლეებიდან კი, აუდიტორიის წინაშე წარდგა ოლგა ლეკიშვილი და თამუნა მურადაშვილი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა, ნინო მაისურაძემ.
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, სკოლაში წარმოდგენილ სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად, „შემოდგომის დეფილე“ ერთ- ერთი დასამახსოვრებელი სანახაობა იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.